გიორგი შერმადინი საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
გიორგი შერმადინი საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ კიდევ ერთხელ დასახელდა.
მეორე ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში „ტენერიფემ“ ბოსნიის „იგოკეას“ 5-ქულიანი სხვაობით, 80:75 მოუგო. შერმადინმა 20 წუთში 21 ქულა, 3 მოხსნა და 2 დაფარება დააგროვა. მან რვიდან ექვსი 2-ქულიანი და ცხრიდან ცხრა საჯარიმო ჩააგდო, რის შემდეგაც 31 წლის ქართველის ეფექტურობის კოეფიციენტი ოცს გაუტოლდა.
სამი გამარჯვებითა და ერთი წაგებით „იბეროსტარ ტენერიფე“ ჯგუფში პირველ ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას კანარის კუნძულების კლუბი 31 მარტს, ლატვიის „რიგასთან“ გამართავს.