ლეგენდარული იაპონელი ძიუდოისტი ტოშიჰიკო კოგა 53 წლისა გარდაიცვალა
იაპონელი ძიუდოისტი ტოშიჰიკო კოგა 53 წლისა გარდაიცვალა. ოლიმპიურ და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს ერთი წლის წინ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ოპერაციაც ჩაუტარდა, თუმცა მკურნალობამ სათანადო შედეგი ვერ გამოიღო.
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები გეგმავდნენ, რომ მას ოლიმპიური ცეცხლის ანთებაში მონაწილეობა მიეღო.
კოგას კარიერაში ყველაზე წარმატებული 1992 წელი, როდესაც ბარსელონაში გამართულ ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.