თეგებით ძიება
25. 03. 2021 სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს შვედეთს დაუპირისპირდება


საქართველოს ეროვნული ნაკრები 2022 მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს დღეს სტოკჰოლმში გამართვას. ქართველი ფეხბურთელები უკვე შვედეთში იმყოფება და გუშინ „ფრენდს“ არენაზე, მატჩამდე უკანასკნელი ვარჯიშიც ჩაატარეს, რომელიც დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა.

საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და გურამ კაშიამ პრესკონფერენცია გამართეს.

„საკვალიფიკაციო ეტაპს იმ ნაკრების წინააღმდეგ ვიწყებთ, რომელსაც ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვს და უკანასკნელ წლებში წარმატებით ასპარეზობს სხვადასხვა ტურნირზე. ამის მიუხედავად, ჩვენ აქ ჩამოვედით იმ ამბიციით, რომ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და საკვალიფიკაციო ეტაპი კარგი მატჩით დავიწყოთ.
ხვალ რთული მეტოქე გვეყოლება, დიდი გამოცდილებით და მაღალი დონის მოთამაშეებით, მაგრამ ჩვენ ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს. მჯერა, ისინი თავს საუკეთესო კუთხით წარმოაჩენენ და ქართველები საკუთარი გუნდით იამაყებენ“, - განაცხადა სანიოლმა.

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები მატჩს დანაკლისებით ხვდება. თორნიკე ოქრიაშვილი გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება, დავით ხოჭოლავას კორონავირუსზე ტესტმა კი დადებითი პასუხი აჩვენა.

მატჩი საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა