თეგებით ძიება
25. 03. 2021 სპორტი

ფიფას ყოფილ პრეზიდენტს, ზეპ ბლატერს დისკვალიფიკაცია გაუზარდეს


ფეხბურთიდან მოკვეთილ ფიფას ყოფილ პრეზიდენტს, ზეპ ბლატერს დისკვალიფიკაცია 6 წლითა და 8 თვით გაუზარდეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

85 წლის ყოფილი ფუნქციონერის ახალი სასჯელი ძველის ამოწურვის შემდეგ, ანუ 2021 წლის ოქტომბრიდან შევა ძალაში. ახალი დისკვალიფიკაციის მთავარ მიზეზად ისევ და ისევ ფინანსური მაქინაციები და მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ეთიკური პრინციპების დარღვევაა.

გარდა ბლატერისა, ფეხბურთს იგივე ვადით, მისი გუნდის წევრი, ფიფას ყოფილი გენერალური მდივანი ჟერომ ვალკეც ჩამოაშორეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა