თეგებით ძიება
25. 03. 2021 სპორტი

„ბაიერნის“ ფეხბურთელი ალფონსო დევისი კეთილი ნების ელჩი გახდა


"ბაიერნის“ ფეხბურთელი ალფონსო დევისი გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს კეთილი ნების ელჩი გახდა.


მისი მშობლები წარსულში ლიბერიიდან განაში გაიქცნენ და ალფონსო სწორედ ამ ქვეყნის დედაქალაქ აკრაში არსებულ ლტოლვილთა ბანაკში დაიბადა, ხოლო როდესაც ის ხუთი წლის გახდა, ოჯახი საცხოვრებლად კანადაში გადაბარგდა.

დევისმა განაცხადა, რომ მისი ისტორია სხვა ლტოლვილებისთვის მაგალითის მიმცემი იქნება და შესაძლოა მათი ცხოვრება შეცვალოს კიდეც. კანადელი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს კეთილი ნების ელჩის სტატუსი მიიღო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა