თეგებით ძიება
25. 03. 2021 სპორტი

მაიამიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

მაიამიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მე-2 წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე შვედი მიკაელ იმერია. ტურნირის საპრიზო ფონდი 4 299 205 დოლარია. 29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ამ ეტაპზე პირდაპირ დაუშვეს, მის მომავალ მოწინააღმდეგეს კი 1 თამაში უკვე მოგებული აქვს.

ბასილაშვილი და იმერი ერთმანეთს არასდროს დაპირისპირებიან. 22 წლის შვედი მსოფლიო რეიტინგში 95-ე ადგილზეა, ნიკა მსოფლიოს 38-ე ჩოგანია. ცნობილია ისიც, რომ იმერის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, ბასილაშვილი მე-3 წრეში მე-3 ნომრად განთესილ ალექსანდერ ზვერევსა და ემილ რუსუვუორის შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მაიამის საჩოგბურთო ტურნირი შარშან კოვიდ-პანდემიის გამო ჩაიშალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა