„ნიუ-იორკ ნიქსის“ კალათბურთელი 15 ათასი დოლარით დააჯარიმდა
„ნიუ-იორკ ნიქსის“ კალათბურთელი ჯულიუს რენდლი არბიტრის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 15 ათასი დოლარით დააჯარიმეს.
NBA-ში არსებული ქცევის წესების თანახმად, ნებისმიერ მოთამაშეს არბიტრის საჯაროდ გაკრიტიკება კატეგორიულად ეკრძალება, რენდლიმ კი მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე „ფილადელფიასთან“ წაგება მთლიანად მსაჯს დააბრალა.
როდესაც მისი დაჯარიმების შესახებ შეიტყო, ნიუ-იორკის კლუბის კალათბურთელმა აღნიშნა, რომ ეს კომპლექსური პრობლემაა და თუ სხვა მოთამაშეებიც ხმას არ აიმაღლებენ, მსაჯები კიდევ უფრო მეტი შეხვედრის საბოლოო შედეგზე იქონიებენ უარყოფით ზეგავლენას.