თეგებით ძიება
25. 03. 2021 სპორტი

კალათბურთელი ლუკა დონჩიჩი და ავტომრბოლელი კარლოს საინსი მადრიდის საფეხბურთო კლუბ „რეალის“ საპატიო წევრები გახდნენ


კალათბურთელი ლუკა დონჩიჩი და ავტომრბოლელი კარლოს საინსი მადრიდის საფეხბურთო კლუბ „რეალის“ საპატიო წევრები გახდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Essentially Sports-ი ავრცელებს.

ეს გადაწყვეტილება სამეფო კლუბმა 23 მარტს გამართულ დირექტორთა საბჭოს წევრთა სხდომაზე მიიღო. საინსი ესპანელი ავტომრბოლელია, რომელიც რალიში ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და ოთხჯერ ვიცე-ჩემპიონის ტიტულით დაკმაყოფილდა. რაც შეეხება დონჩიჩს, „დალას მავერიქსში“ გადასვლამდე, ის „რეალის“ საკალათბურთო გუნდში გამოდიოდა, 2017 წელს კი სლოვენიის ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონი გახდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა