თეგებით ძიება
29. 03. 2021 სპორტი

დღეს საქართველოს 21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ბელარუსს უმასპინძლებს

საქართველოს 21 წლამდე ნაკრები, ევრო 2023-ისთვის მზადების ფარგლებში, პირველ ამხანაგურ შეხვედრას, ბელარუსის წინააღმდეგ, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის მოედანზე გამართავს.

რამაზ სვანაძის დებიუტი ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ბელარუსის წინააღმდეგ შედგება. ამხანაგური მატჩისთვის საწვრთნელი შეკრება 21 წლამდე ნაკრებმა 22 მარტს დაიწყო და თამაშისთვის 23 ფეხბურთელი ემზადება. ახალგაზრდული ნაკრების წევრი ირაკლი აზაროვი, ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღეს შეუერთდა და გუნდთან ერთად 31 მარტს საბერძნეთში დაგეგმილი მატჩისთვის მოემზადება.​

საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ლუკა კუტალაძე (დინამო, თბილისი, საქართველო), ლუკა მიქაია (რუსთავი, საქართველო);

მცველები: ბექა ხარაიშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ზურაბ გიგაშვილი (ტამბოვი, რუსეთი), რატი მჭედლიშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ალექსანდრე კალანდაძე (დიოშგიორი, უნგრეთი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო, თბილისი, საქართველო), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო);

ნახევარმცველები: ბექა დარცმელია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ნიკა გაგნიძე (დილა, გორი, საქართველო), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), რევაზ ინჯგია (თელავი, საქართველო), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), თამაზ შარვაშიძე (ტორპედო, ქუთაისი, საქართველო), ნიკა ხორხელი (სიონი, ბოლნისი, საქართველო);

თავდამსხმელები: გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), შოთა შეყილაძე (თელავი, საქართველო), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო).

მატჩი საქართველოს დროით 16:00 საათზე, უმაყურებლოდ ჩატარდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა