თეგებით ძიება
29. 03. 2021 სპორტი

საქართველოს 21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა ბელარუსი დაამარცხა

საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა, ევრო 2023-ისთვის მზადების ფარგლებში, პირველი ამხანაგური შეხვედრა ბელარუსის წინააღმდეგ, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის მოედანზე გამართა. ქართველებმა ბელარუსი თანატოლები სამბურთიანი სხვაობით დაამარცხეს - დაპირისპირება ანგარიშით 4-1 დასრულდა.

მატჩის ორი გოლი გულიაშვილის სახელზეა, თითო გოლი მიითვალეს იაკობიძემ და შეყილაძემ.

ამხანაგური მატჩისთვის საწვრთნელი შეკრება 21 წლამდე ნაკრებმა 22 მარტს დაიწყო და თამაშისთვის 23 ფეხბურთელი ემზადებოდა. ახალგაზრდული ნაკრების წევრი ირაკლი აზაროვი, ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღეს შეუერთდა და გუნდთან ერთად 31 მარტს საბერძნეთში დაგეგმილი მატჩისთვის მოემზადება.​

​დღევანდელმა მატჩმა მაყურებლის გარეშე ჩაიარა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა