თეგებით ძიება
29. 03. 2021 სპორტი

ახალი რეკორდი საქართველოს ძიუდოს ისტორიაში

თბილისის გრანდ სლემი დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა, ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიულ გრანდ სლემზე 9 მედალი მოიპოვა, რაც ჩვენი ნაკრებისთვის გრან სლემებზე მოპოვებული მედლების რეკორდული მაჩვენებელია.

საბოლოო შედეგი ასეთია: 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი.

„ეს რეკორდული მაჩვენებელია. ახალი რეკორდი დამყარდა საქართველოს ძიუდოს ისტორიაში. ვგულისხმობ გოგონათა მოპოვებულ მეცხრე, ეთერ ლიპარტელიანის მედალს. რა თქმა უნდა, იყო ფაქტები, რომელზეც გული დამწყდა, თუმცა, ყველაფერი კანონზომიერი და გამოსწორებადია“ - განაცხადა საქართველოს ძიუდოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა