ესპანეთში მარტის თვის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი შერმადინი დასახელდა
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მარტის თვის საუკეთესო მოთამაშეებად საქართველოს ნაკრების წევრები - გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი დასახელდნენ.
შერმადინი გასულ თვეში საშუალოდ 18 ქულას და 5 მოხსნას აგროვებდა, რის შედეგადაც მარგი ქმედების კოეფიციენტმა 26 შეადგინა. მაკფადენის საშუალო მაჩვენებელი კი 23 ქულა და 5.5 მოხსნაა.
შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო მოთამაშედ მიმდინარე სეზონში მესამედ აღიარეს, რის გამოც ის წლის კალათბურთელის პრიზის მიღების მთავარი კანდიდატია.