თეგებით ძიება
31. 03. 2021 სპორტი

კომენდანტის საათის დარღვევის გამო, უელსის ნაკრებიდან სამი ფეხბურთელი მოკვეთეს

კომენდანტის საათის დარღვევის გამო, უელსის ნაკრებიდან სამი ფეხბურთელი მოკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას The 42 ავრცელებს.

აღნიშნული მკაცრი სასჯელი ჰელ რობსონ-კანუმ, რაბი მატონდომ და ტაილერ რობერტსმა მიიღეს. მათ სასტუმრო, სადაც ეროვნული გუნდი იყო დაბინავებული, ღამის ორ საათზე დატოვეს და გავრცელებული ინფორმაციით, გასართობად კაზინოში წავიდნენ.

უელსის ფეხბურთის ფედერაცია მათი ნაკრებიდან მოკვეთის გარდა, აპირებს თითოეულ მოთამაშეს ფინანსური სანქციაც დააკისროს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა