თეგებით ძიება
31. 03. 2021 მსოფლიო

იტალია ორ რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში რუსეთის საელჩოს ორი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ განაცხადა.

რომში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს. სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულები არიან იტალიის სამხედრო საზღვაო ძალების უფროსი ოფიცერი და რომში რუსეთის საელჩო სამხედრო თანამშრომელი.

ჯაშუშობაში ეჭვმიტანილები 30 მარტს დააკავეს, როდესაც იტალიელი სამხედრო რუსს ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ დოკუმენტებს აძლევდა. დაკავებულთა ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა