აკა ტაბუცაძის ლელო საუკეთესო ხუთეულშია
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშების მეოთხე ტურში აკა ტაბუცაძის ლელო საუკეთესო ხუთეულში მესამე ადგილზე გავიდა.
მასზე წინ ტურნირის ორგანიზატორებმა პორტუგალიელები როდრიგო მარტა და ჟერონიმო პორტელა დააყენეს. ტაბუცაძემ მეტოქის ჩათვლის მოედანი რუმინეთთან მოგებულ შეხვედრაში გელა აფრასიძის კარგი გადაცემის შემდეგ აიღო.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში მან ლელო ოთხიდან სამ შეხვედრაში დადო.