თეგებით ძიება

პროცესები შეიძლება წარიმართოს უმართავად - გოცირიძე ლარის კურსის სწრაფ ვარდნაზე

ეკონომისტ რომან გოცირიძის განცხადებით, ლარის კურსის სწრაფი ვარდნა ძალიან საგანგაშოა, გამოსავალი კი არის რეზერვების გამოყენება და ინტერვენციები, წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესები უმართავი გახდება. მისი შეფასებით, პროცესი ქვეყნის არასწორი მონეტარული და ფინანსური პოლიტიკის შედეგია:

"მდგომარეობა არის ძალიან საგანგაშო. ამ წუთას ერთადერთი გამოსავალი არის ცეცხლის ჩაქრობა. ცეცხლი დაანთო მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა, მათ ყველა ბერკეტები მოიჭრეს თავისი უგუნური მონეტარული და ფინანსური პოლიტიკის გამო. ერთადერთი გამოსავალი არის რეზერვების გამოყენება და ინტერვენციები. წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესები შეიძლება წარიმართოს უმართავად. ოპოზიციაზე გადაბრალება ესაა ერთი მხრივ უზნეო საქციელი, მეორე მხრივ, იმდენად ბრიყვი ჰგონიათ ხალხი, რომ სჯერათ ვინმე ამას დაიჯერებს. ეს არის შეურაცხყოფა იმ ადამიანების, რომლებიც უსმენს ხელისუფლებას და აბოლებენ თუ ატყუებენ, რომ რაც ახლა ხდება არის ოპოზიციის ბრალი", - განაცხადა გოცირიძე.

შეგახსენებთ, დღეს ეროვნული ვალუტის კურსი ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე 3.46-მდე დაეცა. 1 დოლარის ღირებულება სავალუტო ჯიხურებში 3.48 ლარია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა