თეგებით ძიება

თამარ ტალიაშვილი: საქართველომ თავისი გოლგოთა გაიარა

"დიახ 30 წლის წინ, დღევანდელ დღეს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე ჩატარდა რეფერენდუმი. დღეს ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი რომ ჩვენმა დამოუკიდებელმა სახელმწიფომ გამთლიანება მოიპოვოს. ეს არის დიდი შრომა:, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ თავისი გოლგოთა გაიარა დამოუკიდებლობის გზაზე.

„სწორედ ამ რეფერენდუმით მოხდა იმის აღიარება და გაჟღერება, რაც იყო ქართველი ხალხის სულში და გულში საუკუნეების განმავლობაში. „მამული, ენა, სარწმუნოება" თქვა ილია ჭავჭავაძემ და ეს ჩვენი მრწამსი იყო ურყევი 30 წლის წინ. დღევანდელ დღეს ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი რომ ჩვენმა დამოუკიდებელმა სახელმწიფომ გამთლიანება ჰპოვოს. ეს არის დიდი შრომა. შრომით უნდა მივაღწიოთ ამას.

დღეს ჩვენი ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა, მე მინდა პიროვნული მომენტი გავიხსენო, რომელიც ჩემი პაპის, პროფესორ გიორგი ტალიაშვილისგან მახსოვს. იგი გახლდათ იმ სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, რომელზეც წარადგინა ახალგაზრდა ზვიად გამსახურდიამ თავისი დისერტაცია. შეიძლება საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის არ იყოს კარგად ცნობილი თუ რამდენად დიდი მეცნიერი იყო ზვიად გამსახურდია, მას ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომები აქვს რუსთველოლოგიაში ასევე ქართული კულტურის და ლიტერატურის ისტორიაში.

ამ ბუმბერაზი ადამიანების, ასევე ჩვენი ქართველი გმირების ღვაწლის დაფასება გვმართებს საქმით. ის, რომ ევროპელ და ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებს უწევს შეხსენება იმის, რომ გლობალური სოციალური და ეკონომიკური კრიზის ფონზე, რაც პანდემიამ გამოიწვია დამატებით ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის შექმნა არის აბსოლუტურად უადგილო. ერთადერთი, ვინც ამით სარგებლობს ეს არის ოკუპანტი და სწორედ მის წისქვილზე ასხამს წყალს.

ჩვენ ერთიანობა გვმართებს! დღევანდელ დღეს სწორედ ამ სულისკვეთებით უნდა გადავდგათ სამომავლო ნაბიჯები“ - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა