თეგებით ძიება
31. 03. 2021 სპორტი

ბულგარეთში გამართულ ტურნირზე რევაზ ნაზღაიძემ 1-ლი ადგილი დაიკავა

ბულგარეთში კურორტ ბანსკოში 29-30 მარტს გამართულ საერთაშორისო ტურნირზე პარალელურ გიგანტურ სლალომში რევაზ ნაზღაიძემ პირველი ადგილი დაიკავა.

ქართველმა სპორტსმენმა რთულ ორთაბრძოლაში ბულგარელი რადოსლავ იანკოვი დაამარცხა, რომელიც მსოფლიო რეიტინგის ტოპ ოცეულშია.

ფინალში მისი მეტოქე თურქი სპორტსმენი ბოიდაკ ემირი იყო, რომელსაც დროის მაჩვენებლით აჯობა და ოქროს მედალი მოიპოვა.

საერთაშორისო ტურნირში 5 ქვეყნის 50 სპორტსმენი მონაწილეობდა. ნაზღაიძემ წლევანდელ სეზონში მეორე ტურნირი მოიგო და 180 სარეიტინგო ქულა დააგროვა. ამ ეტაპზე ქართველი სპორტსმენი მსოფლიო რეიტინგში პარალელურ გიგანტურ სლალომში 75-ე ადგილზეა. ახალი სეზონისთვის ჩვენი ნაკრები მზადებას გუდაურში გააგრძელებს


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა