შსს ვლადიმერ პოზნერის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაჯარიმებულების ინფორმაციას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის წინააღმდეგ გამართულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე 32 მოქალაქე დააჯარიმეს. ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 ადამიანიდან 9-ს იზოლაციისა და კარანტინის წესი არ დაურღვევია. გვიან ღამითვე დაჯარიმდა სასტუმრო „ვინოტელი“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.