თეგებით ძიება

რა დარღვევები გამოიკვეთა შაქარაშვილის საქმის გამოძიებაში - სახალხო დამცველის ანგარიში

ომბუდსმენის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ 2020 წლის ანგარიშში გიორგი შაქარაშვილის საქმეც მოხვდა. მოსხენებაში ნათქვამია, რომ გამოძიება საწყის ეტაპზე არასრულწყოფილი იყო, გამოიკვეთა პოლიციელთა მხრიდან საქმის მონაწილე პირების უფლების დარღვევის შესაძლო ფაქტები. გარდა ამისა, მოწმეების გამოკითხვები არ იყო დეტალური ან გადამოწმებული.

"სახალხო დამცველის აპარატმა ამ საქმეზე, საგამონაკლისო დაშვების საფუძველზე, შეისწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების მასალები, რომელიც ასახავდა 2020 წლის 19 ივნისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ჩატარებულ ყველა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებას. მასალების შესწავლამ ცხადყო, რომ გამოძიების საწყის ეტაპზე, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არასრულყოფილი იყო. ამასთან, მოწმეთა გამოკითხვები არ შეიცავდა დეტალურ კითხვებს და არ იყო ამომწურავი, ხოლო გამოკითხვების შედეგად მიღებული ინფორმაცია არ იყო სათანადოდ დადასტურებული ან გადამოწმებული (მაგ., ამოცნობის ან ექსპერიმენტის მეშვეობით). ამ ხარვეზების ნაწილი მოგვიანებით გამოძიებამ აღმოფხვრა. ასევე გამოიკვეთა პოლიციელთა მხრიდან საქმის მონაწილე პირების შესაძლო უფლების დარღვევის ფაქტები, რამაც შსს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების საჭიროება წარმოშვა", - ნათქვამია ანგარიშში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა