სერხიო რამოსი ტრავმირებულია
სერხიო რამოსი ტრავმირებულია. ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა, სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„ვარჯიშის დროს დისკომფორტი ვიგრძენი, გასინჯვის დროს კი ექიმებმა კუნთის დაზიანება დამიდასტურეს“, - წერს რამოსი.
ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენად სერიოზულია, ესპანელი ცენტრალური მცველის ტრავმა, თუმცა დადასტურებულია, რომ ფეხბურთელი 3 აპრილს „ეიბარის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. უდიდესი ალბათობით ფეხბურთელი მადრიდის „რეალს“ ვერც „ლივერპულის“ წინააღმდეგ დაეხმარება, რაც სამეფო კლუბისთვის უდიდესი დარტყმაა.