თეგებით ძიება
01. 04. 2021 სპორტი

ოლიმპიურ ჩემპიონს ჯიმ შის სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

სკელეტონში ოლიმპიურ ჩემპიონს ჯიმ შის სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Fox 13 Now ავრცელებს.

12 წლის გოგოს განცხადებით, ამერიკელმა სკელეტონისტმა მასთან ძალის გამოყენებით სექსუალური კავშირი სამჯერ დაამყარა და ამის გამო საქმე უკვე აღძრულია.

სპორტსმენის ადვოკატის განცხადებით, მისი კლიენტი უდანაშაულოა და ყველაფერი მათ სასარგებლოდ დასრულდება. იმ შემთხვევაში თუ ბრალდებულს დანაშაული დაუმტკიცდა, მას შესაძლოა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ.

ჯიმ შის კარიერაში ყველაზე წარმატებული 2002 წელი იყო, როდესაც ის სოლტ-ლეიკ-სიტის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა