თეგებით ძიება
01. 04. 2021 მსოფლიო

რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან ჯარი და ტექნიკა გადაისროლა

რუსეთი უკრაინის საზღვრებზე და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო მოსამსახურეების მობილიზებას ახდენს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლებამ სამხედრო ტექნიკაც გადაისოლა.

როგორც unian.net წერს, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რუსი სამხედრო ძალის მობილიზება, უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტში ჩართვას არ უკავშირდება. "ეს არანაირ საფრთხეს არ წამოადგენს", - აცხადებს ის.

რუსი სამხედროების გადაადგილებას უკრაინის პრეზიდენტი გამოახმაურა და განაცხადა: "ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი პროვოკაციისთვის".

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიების - ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება მოახდინა, ხოლო დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპაცია განახორციელა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა