თეგებით ძიება
01. 04. 2021 სპორტი

მზად ვართ „იუვენტუსს“ კვარაცხელია დიბალაში გავუცვალოთ - „რუბინის“ გენდირექტორი

ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა „ბიზნეს ონლაინს“ ვრცელი ინტერვიუ მისცა. მან ქართველ შემტევ ხვიჩა კვარაცხელიაზეც ილაპარაკა.

ჩვენი კლუბის მიზანი ფეხბურთელების გაყიდვა არ არის. მათ ვზრდით, რომ მომავალში გუნდს გამოადგნენ. თითოეული მათგანი ჩვენთვის ფასეულია. ხოლო თუ „ღირსეულ“ წინადადებას მივიღებთ განხილვისთვის მზად ვართ.

დარწმუნებული ვარ, ხვიჩა კვარაცხელიას ყიდვის მოთხოვნით უამრავი წერილი შემოვა. ის ხომ გუშინ გახდა 20 წლის, სკოლის ჩანთა ეს-ესაა ზურგიდან ჩამოიხსნა. ტალანტია! ძალებს არ დავიშურებ, რომ მან მომავალი სეზონიც „რუბინში“ გაატაროს. თუმცა ისიც მესმის, რომ დიდხანს აქ გაჩერება არ შეიძლება.“

ჟურნალისტმა კლუბის გენერალურ დირექტორს შეახსენა, რომ კვარაცხელიაში ევროპული კლუბები 20 მილიონ ევროს იხდიან. თუმცა ევროპაში მოთამაშეთა გაცვლის პრაქტიკას ხშირად მიმართავენ.

„მზად ვართ „იუვენტუსს“ კვარაცხელია დიბალაში გავუცვალოთ“, – მოკლედ უპასუხა რუსტემ საიმანოვმა.

1tv.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა