თეგებით ძიება

პირველად საქართველოს ისტორიაში, რეალური საფრთხე დაემუქრა ევროატლანტიკურ მომავალს - ხატია დეკანოიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, ევროპარლამენტარების ერთობლივი განცხადება, სადაც სანქციების შესაძლო დაწესებაზეა საუბარი, ცხადყოფს, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რეალური საფრთხე დაემუქრა.

ხატია დეკანოიძე ყურადღებას ამახვილებს ერთ ფრაზაზე, სადაც წერია, რომ საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები სასწორზე დევს.

"პირველად საქართველოს ისტორიაში, რეალური საფრთხე დაემუქრა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. ამ განცხადებაში ერთი ძალიან საფრთხილო და მნიშვნელოვანი ფრაზაა ჩადებული, სადაც წერია, რომ საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები სასწორზე დევს. დემოკრატიულ ოპოზიციაში არასდროს გვითქვამს, რომ პასუხისმგებლობას გავურბივართ.

ძალიან კარგად მახსოვს, მათ შორის უკრაინასა და მოლდოვაში განვითარებული მოვლენები, რომელიც, პრაქტიკულად, ასე დაიწყო. ძალიან კარგად მახსოვს სრული პასუხისმგებლობა, რომელსაც აკისრებდნენ ხელისუფლებას და ეს პასუხისმგებლობა როგორ დასრულდა, ყველას კარგად გვახსოვს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ იანუკოვიჩის რეჟიმის დასასრულის გამეორება საქართველოში არ გვსურს,"-აცხადებს ხატია დეკანოიძე.

შეგახსენებთ, რომ შვიდმა ევროპარლამენტარმა წარუმატებლად დასრულებულ პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე იმედგაცრუება გამოთქვა. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ შედეგის გამო საქართველოს მაკროსაფინანსო დახმარება უნდა შეუჩერდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა