საქართველოს ლიდერები არ უნდა ელოდონ ევროკავშირთან ბიზნეს ურთიერთობისკენ დაბრუნებას - კარლ ბილდტი
შვედი დიპლომატი და თანათავმჯდომარე ევროპის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კარლ ბილდტი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ტვიტერზე ეხმაურება. ბილდტი სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარების საერთო განცხადებს აზიარებს და წერს:
"პოლიტიკური პარტიების მხრიდან კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა ელოდონ ევროკავშირთან ბიზნეს ურთიერთობისკენ დაბრუნებას. ევროპარლამენტი მოუწოდებს ქვეყანას მიაღწიონ შედეგებს ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების მისაღებად".