თეგებით ძიება

"ოცნება" ყოველ ცისმარე დღეს გვირახუნებს კარს - გრიგოლ გეგელია

"ლელოს" წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, საყურადღებოა, რომ ევროკავშირის მხრიდან ფინანსური სანქციების საფრთხე არა ცალკეულ პიროვნებებს, არამედ მთელ ქვეყანას დაემუქრა.

გრიგოლ გეგელიას თქმით, "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში არ გაგრძელდეს.

"მნიშვნელოვანია, რომ ის სანქციები, რომელზეც ვისმენთ, ეხება არა ცალკეულად ივანიშვილს და ღარიბაშვილს, არამედ ჩვენს ქვეყანას და მის მაკროფინანსურ სტაბილურობას. ამიტომ, დღეს რასაც ვისმენთ არის ყველა ჩვენგანის საერთო საზრუნავი, რადგან ეს შეეხება ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს, მის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და ჩვენს ყოველდღიურობას. ჩვენ სწორედ ამის თაობაზე ვაფრთხილებდით ხელისუფლებას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.

დღეს არის სიტუაცია, როდესაც ოპოზიცია ცდილობს კომპრომისი გაიღოს, ხოლო მეორე მხარეს ყოველ ცისმარე დღეს გვირახუნებს კარს სრულიად ქართველ ერს და ჩვენს დასავლელ კოლეგებსაც. ეს უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ თუნდაც თეორიულად შესაძლებელი იყოს კომპრომისზე საუბარი,"- აცხადებს გეგელია.

შეგახსენებთ, რომ შვიდმა ევროპარლამენტარმა წარუმატებლად დასრულებულ პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე იმედგაცრუება გამოთქვა. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ შედეგის გამო საქართველოს მაკროსაფინანსო დახმარება უნდა შეუჩერდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა