ისინი, ვინც წერილს აწერენ ხელს, წამყვანი პარლამენტარები არიან, ამიტომ მათი გზავნილი სერიოზულად უნდა იყოს აღქმული - ჰარცელი ევროპარლამენტარებზე
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ევროპარლამენტარების უმწვავეს გზავნილს ეხმაურება და აცხადებს, რომ დოკუმენტს ის პირები აწერენ ხელს, რომელთაც განსხვავებული როილი აქვთ საქართველოსთან ურთიერთობაში, ამიტომ, საჭიროა მათი გზავნილი სერიოზულად აღიქვან ქართველმა პოლიტიკოსებმა:
"ევროპელი პარლამენტარების სახელით მე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ეს არის ნათელი გზავნილი. ისინი ვინც ხელს აწერს წერილს არიან წამყვანი პარლამენტარები, რომელთაც აქვთ განსხვავებული როლი საქართველოსთან ურთიერთობაში, ამიტომ ეს გზავნილები სერიოზულად უნდა იყოს აღქმული" - აცხადებს ჰარცელი.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კიდევ ერთი ჩაშლილი მოლაპარაკების შედმეგ შვიდმა ევროპარლამენტარმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც საუბარია იმაზე, რომ ევროკავშირმა საქართველოს ფინანსურ დახმარება აღარ გამოუყოს.