თეგებით ძიება

ვახტანგ მეგრელიშვილი: ევროპული გზა მოლაპარაკებების, საუბრის გზაა და არა ერთმანეთისთვის ისეთი რაღაცების დაბრალება, რის ჩამორეცხვაც შეუძლებელია

"ქვეყანაში პოლიტიკური სპექტრი ისე დალაგდა, რომ ორივე მხარეს უნდა ხელისუფლება. ხელისუფლებისთვის ბრძოლაში, არცერთი საშუალების გამოყენებას არ ერიდებიან", – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

„ზუსტად ასეთი პოლარიზაციის გამო, მივიდნენ იქამდე, რომ თავიანთი მოქმედებებით გამორიცხავენ ევროპულ გზას. ევროპული გზა მოლაპარაკებების, საუბრის გზაა და არა ერთმანეთისთვის ისეთი რაღაცების დაბრალება, რის ჩამორეცხვაც შეუძლებელია. ტექნიკურ საკითხებში, ხელისუფლება რაც არ უნდა მართალი იყოს, კლიმატი რომლიც ახლა ქვეყანაშია, არის ხელისუფლების ბრალი“ - ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა