თეგებით ძიება
02. 04. 2021 სპორტი

ფეხბურთელმა დანიელ აგერმა მწვრთნელობა დაიწყო

„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა დანიელ აგერმა მწვრთნელობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს.

36 წლის სპეციალისტმა დანიის მეორე დივიზიონის კლუბ „კიოგესთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა, მისი ასისტენტი კი დანიის ნაკრების კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი ლარს იაკობსენი იქნება, რომელმაც სახელი „ჰამბურგში“, „ბლექბერნსა“ და „ვესტ ჰემში“ თამაშით გაითქვა.

აღსანიშნავია, რომ აგერისთვის, რომელმაც კარიერა 2016 წელს დაასრულა, სამწვრთნელო საქმეში ეს სადებიუტო გუნდი იქნება.

„კიოგემ“ მეორე ლიგაში გასულ სეზონში მეექვსე ადგილი დაიკავა, წელს კი მიზნად უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვებას ისახავს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა