ავთანდილ ენუქიძე ეროვნული უმცირესობების ლიდერთა საბჭოს წევრებს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელი, ავთანდილ ენუქიძე საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების ლიდერთა საბჭოს წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე, ძირითადად, ის საკითხები განიხილეს, რომლებიც ეროვნულ უმცირესობებს აწუხებთ.
შეხვედრაში, მათ შორის, მონაწილეობდნენ ოსი ეროვნების დევნილები, აზერბაიჯანული, სომხური, ლიტველთა, პოლონელთა დიასპორების წარმომადგენლები და სხვები, რომლებმაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს მათივე დიასპორების წინაშე მდგარი პრობლემები გააცნეს და გარკვეული საკითხების მოგვარებაში დახმარება სთხოვეს.