თეგებით ძიება

ალეკო ელისაშვილმა დაასახელა, ვინ ჩაშალა მოლაპარაკებები

"უკვე ეჭვები მიჩნდება, რომ ამ შეთანხმებების ჩასაშლელად ვიღაც რუსეთის დავალებას ასრულებს", - ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე მისია იყო - პრეზიდენტი მიშელი ჩამოვიდა, შემდეგ დანიელსონი - ორჯერ, ბოლო ჩამოსვლამდე კი ოპოზიციამ ითხოვა, რომ ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადასულიყვნენ. ელისაშვილის განმარტებით, მოლაპარაკება ოპოზიციამ ჩაშალა.

„ოპოზიციამ თქვა, მხოლოდ ჩვენ აზრებს ნუ ისმენთ და თქვენ შემოგვთავაზეთ და ჩვენ ამას დავთანხმდებითო. ბოლო ჩამოსვლისას დანიელსონმა გვითხრა, რადგან მე მედიატორი ვარ, გეტყვით რაც არის ევროკავშირის პირობა და ჩამოთვალა 5 პუნქტი. ამის შემდეგ, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, შემიძლია შვილებიც დავიფიცო, ამ დოკუმენტს 100%-ით ხელს აწერდა ვახო მეგრელიშვილი, ჩვენი პარტია, „ქართული ოცნება“ დაახლოებით 95%-ით მზად იყო ამ შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა, ოპოზიციის დიდი ნაწილი კი ამას 100%-ით არ აწერდა ხელს. ეს შეთანხმება ოპოზიციამ ჩაშალა, რადგან არ აწყობდათ მაგალითად ის, რომ არ ეწერა დოკუმენტში ვადამდელი არჩევნები“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

30 მარტს კრისტიან დანიელსონის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა