თეგებით ძიება
05. 04. 2021 სპორტი

ბასილაშვილი იტალიაშია „თიხის სეზონზე“ იმყოფება

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშივილი იტალიის ქალაქ კალიარიში დაგეგმილ ტურნირზე (საპრიზო ფონდი 408 800 ევრო) გამოვა. Sardegna Open იტალიაში 5-11 აპრილსაა დაგეგმილი.

ნიკა თიხის კორტებზე მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშებს. ბასილაშვილი იტალიურ ტურნირში მე-4 განთესვით ჩაებმება, მასზე უკეთესი რეიტინგი კი მხოლოდ დანიელ ევანსს ტეილორ ფრიცსა და ლორენცო სონეგოს აქვთ.

Sardegna Open პირველად ტარდება და მას მხოლოდ ერთწლიანი ლიცენზია აქვს. ის ATP-ს რანგის მე-4 ტურნირია, რომელიც იტალიაში ჩატარდება. შეგახსნებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 38-ე ადგილზეა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა