თეგებით ძიება
05. 04. 2021 სპორტი

შოთა მიშველიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა

შოთა მიშველიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია. მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა კონტინენტის პირველობაზე 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში 26 წლის ქართველმა სპორტსმენმა ორჭიდის ჯამში 290 კილოგრამი დააფიქსირა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ამავე წონაში კიდევ ერთი ქართველი რამინ შამილიშვილი გამოდიოდა, თუმცა ის მედლის გარეშე დარჩა. დღეს, საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონატზე 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში გოგა ჩხეიძე იასპარეზებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა