თეგებით ძიება

სავარჯიშო ტრენაჟორები - ჯანმრთელობა თუ საფრთხე


ბათუმში ბევრი პრობლემა გვხვდება.
ერთ-ერთი მათგანი კი, საფრთხის შემცველი სავარჯიშო ტრენაჟორებია.

წლების წინ ბათუმში, ტრენაჟორების დამონტაჟების მიზეზი მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა იყო, თუმცა დღეს ეს ფუნქცია დაკარგა და მეტიც ის სახიფათო გახდა ჯანმრთელობისთვის.

სავარჯიშო ტრენაჟორები - ჯანმრთელობა თუ საფრთხე


ბათუმში მრავალსართულიან კორპუსებთან, 300ზე მეტი ატრაქციონია განთავსებული, მათი დიდი ნაწილი კი დაზიანებულია. ზოგს დეტალები აკლია ,ზოგს კი მოედანი არ უვარგა და ყოველი წვიმიანი ამინდის შემდეგ ტალახდება.

„ბათუმის კორპუსის“ ინფორმაციით, 2017 წელს 35 ახალი ატრაქციონის კომპლექტის შესაძენად 600 000 ლარი გამოიყო, ხოლო დაზიანებული ატრაქციონების შეკეთებისა და კეთილმოწყობისთვის 100 000 ლარი. მოსახლეობა აღიარებს რომ სავარჯიშოებს თავად მოქალაქეები აზიანებენ, თუმცა ფიქრობენ, რომ ეს შესაბამის სამსახურს მისი მოვლა-პატრონობის ვალდებულებისგან, არ ათვისუფლებს.

ამ პრობლემას ემატება დაზიანებული საბავშვო მოედნები. მართალია უფრსებმა იციან რომ დაზიანებული სავარჯიშოებით სარგებლობა საშიშია, მაგრამ ბავშვებს თამაშს ვერ უშლიან, რადგან სხვა უფასო ალტერნატივა არ არსებობს, ფასიან სავარჯიშოზე ყველას ხელი არ მიუწვდება.




რაც შეეხება სავარჯიშო მოწყობილობებს, წელს მათი არც შეძენა იგეგმება და არც შეკეთება.

„ხდება ტრენაჟორების დემონტაჟი, ახლის შეძენა წელს არ იგეგმება, იმიტომ რომ თანხა არ არის გამოყოფილი,“ - განაცხადა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ნაკაიძემ.

ქალაქის ტორიტორიაზე არსებული გასართობი მოედნების და ტრენაჟორების მოვლა-პატრონობა მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დაევალა. ახალი მოვალეობის შეუსრულებლობას თავად სააგენტოში პანდემიას უკავშირებენ და სააგენტოს აზრით უმეტეს შემთხვევაში ჩარევა უკვე დაგვიანებულია და მისი დიდი დაწილი დემონტაჟს დაექვემდებარება.



„არასტაბილური მონიტორინგი არის მთავარი პრობლემა რის გამოც, ვერ ხერხდება დროული რეაგირება.“- ასე ფიქრობენ საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებში, რასაც მოსახლეობის მხრიდან სამოქალაქო შეგნების დეფიციტი ემატება. შედეგად კი ისევ მოსახლეობა ზარალდება.

სტატიის ავტორია - ანა ბოლქვაძე



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა