ქალ ფეხბურთელთა გუნდების კაპიტნებმა მატჩის დაწყებამდე შეღებილი კვერცხები გატეხეს (ვიდეო)
ავსტრიაში ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთი მატჩი კათოლიკურ აღდგომას დაემთხვა, ამიტომ თამაშის მონაწილეებმა ამ ფაქტის აღნიშვნვა გადაწყვიტეს. ამის შესახებ Refereeing World-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მთავარმა არბიტრმა, მარინა აუფშნაიტერმა პირველი დარტყმის უფლების ნაცვლად გუნდების კაპიტნებს შეღებილი კვერცხების გატეხვა შესთავაზა.
„ნილენგბახის“ და „სანქტ-პელტენის“ კაპიტნები ერთმანეთს მოედნის ცენტრში დაუპირისპირდნენ. შეხვედრა „სანქტ-პელტენის“ გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.
Coin toss? How about an Easter egg contest instead? ????????pic.twitter.com/0hWHDEXrcr— Goal (@goal) April 4, 2021