საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაქვეითდა
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ფიფას რეიტინგში ორი პოზიციით დაქვეითდა. ფიფას განახლებულ რეიტინგში ვილი სანიოლის გუნდი 91-ე ადგილს იკავებს.
რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეებს, ესპანეთის ნაკრები კვლავ მეექვსე ადგილს, შვედეთი მე-18 ადგილს (+2), საბერძნეთი 51-ე ადგილს (+2), კოსოვო კი 120-ე ადგილს (-3) იკავებს.
მარტში საქართველოს ნაკრებმა სამი შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც ორჯერ - შვედეთსა და ესპანეთთან დამარცხდა, საბერძნეთთან კი ფრეს დასჯერდა.