თეგებით ძიება

აშშ-ის მიერ შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების გაგზავნა რუსეთის ნერვებზე თამაშის მცდელობაა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების გაგზავნა რუსეთის ნერვებზე თამაშის მცდელობაა.

„ამერიკულ სამხედრო ხომალდებს ჩვენი სანაპიროს მახლობლად არაფერი ესაქმებათ. ეს უაღრესად პროვოკაციული ღონისძიებაა. ჩვენს სიმტკიცეს ცდიან და ნერვებზე თამაშობენ. არაფერი გამოუვათ“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

სერგეი რიაბკოვმა ასევე განაცხადა, რომ მუდმივი ბაზირების პუნქტიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით ამერიკის ფლოტის მანევრები გეოპოლიტიკის ინსტრუმენტია.

„აშშ-ს ვაფრთხილებთ, რომ ყირიმისგან თავი შორს დაიჭირონ. ეს მათივე სასიკეთოდ იქნება“, - განაცხადა მან.

9 აპრილს აშშ-მა თურქეთს შეატყობინა, რომ მიმდინარე კვირას ორი სამხედრო ხომალდი ბოსფორის სრუტის გავლით შავ ზღვაში შევა. არსებული ინფორმაციით, ამერიკული სამხედრო ხომალდები შავ ზღვაში 4 მაისამდე დარჩებიან.

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება კვლავ დაძაბულია. 1-ელ აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი უკრაინასთან საზღვარზე კუნთებით თამაშში დაადანაშაულა. 30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო სწავლებების საბაბით უკრაინის საზღვართან შეიარაღებულ ძალებს კრებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა