მიხეილ ყაველაშვილი: მთელი საქართველო იყო ამის თვითმხილველი, თუ როგორ მოუწოდებდა ნიკა მელია ადამიანებს შეჭრილიყვნენ პარლამენტში
„მთელი საქართველო იყო ამის თვითმხილველი, თუ როგორ მოუწოდებდა ნიკა მელია ადამიანებს შეჭრილიყვნენ პარლამენტში. როცა პოლიტიკური ლიდერი ხარ და თვალთმაქცობ, თითქოს გაურბიხარ შენს გამონათქვამებს, ეს ჩემთვის მიუღებელია“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, მელიას სრული შესაძლებლობა ჰქონდა, რომ გარეთ ყოფილიყო.
„არავინ არის განწყობილი ჩვენგან და არავის აქვს დამოკიდებულება, რომ მელია აუცილებლად დაკავებული უნდა იყოს, მაგრამ ეს სასამართლო რაზეც მიმდინარეობს, მთელი საქართველო იყო ამის თვითმხილველი, თუ როგორ მოუწოდებდა ის ადამიანებს, საკმაოდ დიდ მასას შეჭრილიყვნენ პარლამენტის შენობაში. როცა პოლიტიკური ლიდერი ხარ და განცხადებას, მოწოდებას აკეთებ, როცა ასეთი დაძაბულობაა, პასუხისმგებლობაც უნდა გამოთქვა, პოლიტიკური ლიდერობა ასე მიმაჩნია. ისიც უნდა აღიარო, რომ ეს გინდოდა და ამას ანხორციელებდი, როცა თვალთმაქცობ, რომ მე ეს არ მინდოდა, ჩემთვის ეს მიუღებელია,“ - განაცხადა ყაველაშვილმა.