თეგებით ძიება

ამ ეტაპზე ჩემი ორგანიზმი იმუნიზაციას არ საჭიროებს - რატომ არ იკეთებს ვაქცინას ლევან რატიანი

კორონავირუსი გადავიტანე და ანტისხეულები საკმაოდ ჭარბად მაქვს, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა რადიო „ჯორჯიან თაიმსს“ განუცხადა.

„ჯერჯერობით ანტისხეულები ძალიან ჭარბად მაქვს, სამ თვეში ერთხელ ვიმოწმებ და მაქვს მატების ტენდენცია. პირველი ანტისხეულები აგვისტოს თვეში აღმომაჩნდა – 4 იყო, დღეს კი დაახლოებით 167 მაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი ორგანიზმი ამ ეტაპზე იმუნიზაციას არ საჭიროებს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა