"ნიკა მელია სულ მალე ივახშმებს გარეთ თავისუფლად" - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"ნიკა მელია სულ მალე ივახშმებს გარეთ თავისუფლად და მისი ჩამსმელები სად იქნებიან, მალე შეიტყობთ", - წერს სააკაშვილი ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა" ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა ძალაში დატოვა.