თეგებით ძიება

რეალობას გავუსწოროთ თვალი, ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას ყავლი გაუვიდა - ელისაშვილი

"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელის ლორა თორტონის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ვადამდელი არჩევნების უარყოფითობაზე ისაუბრა. ელისაშვილის თქმით, ვადამდელის საკითხის მოხსნა უნდა იყოს ოპოზიციის მხრიდან კომპრომისი:

„ლორა თორტონი არის ძალიან ჩახედული ადამიანი ქართულ პოლიტიკაში და რთულია, რომ არ დაეთანხმო. პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ და ყველა მოლაპარაკების რაუნდზე ამაზე იყო საუბარი. "ქართული ოცნების" მხრიდან პრინციპში ამაზე ბოლოს იყო დასტური - გულახდილად ვთქვათ, ხოლო ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას გაუვიდა ყავლი, რეალობას გავუსწოროთ თვალი. როცა ვერ ასაბუთებ გაყალბებას, როცა ყველა შენი პარტნიორი, განსაკუთრებით, ყველაზე ეჭვშეუტანელი სადამკვირვებლო მისია - ოდირი გეუბნება, რომ არ ყოფილა ისეთი გაყალბება, რომელიც შედეგს შეცვლიდა, ამას ყური უნდა დაუგდო. ვადამდელის საკითხის მოხსნა უნდა იყოს ოპოზიციის მხრიდან კომპრომისი. ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლება და 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის გამოცხადება უნდა იყოს კომპრომისი. ამას ვამბობ ყველა შეხვედრაზე და ამ ჩემი გამეორებით ვეთანხმები თუნდაც ლორა თორტონის ამ განცხადებას,“ - განაცხადა ელისაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა