17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
ახლავე შეგიძლიათ დააფასოთ ცხოვრება და მიხვდეთ, რომ იგი ნამდვილად მშვენიერია. თქვენ ალბათ მეტი დრო გაქვთ თქვენს განკარგულებაში. დაუთმეთ საკუთარ თავს მაქსიმალური დრო და დატკბით ცხოვრებით. თქვენ უნდა გაითვალისწინოთ სხვების აზრი მომდევნო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით მაშინ თუკი საქმე ფულს ეხება. წინასწარ კარგათ წაიკითხეთ თქვენი ყოველი ხელშეკრულება.
კურო
თქვენ ხედავთ იმ დეტალებს, რომელსაც ახლა სხვა ადამიანები უბრალოდ ვერ ამჩნევენ. შეეცადეთ თავიდან აიცილოთ განცხადებები, რომლებიც ხალხს გააღიზიანებს.შეეცადეთ, რომ გქონდეთ უფრო რბილი მიდგომა, მაშინაც კი, თუ თვლით, რომ მართალი ხართ. შემოქმედებითი საქმიანობა არაჩვეულებრივია თქვენთვის თუკი თქვენ ხართ ცუდ ხასიათზე. ფოკუსირება მოახდინეთ ისეთ რამეზე, რაც გაბედნიერებთ.
ტყუპები
თქვენ გაქვთ ფართო არჩევანი, თუ რაზე იფიქროთ დღევანდელ დღეს. თქვენი გონება ამ პერიოდში შესაძლოა იყოს დატვირთული ნეგატიური განწყობით, თუმცა არ შეშინდეთ ვინაიდან ეს დროებითია. საჭიროა ყურადღების გადატანას და გონების დაკავება, რომ არ მოექცეთ ემოციურ ქაოსში.
კირჩხიბი
შეიძლება იმედი არ გქონდეთ, რომ შეძლებთ თავი დააღწიოთ იმ სამსახურს სადაც ეხლა მუშაობთ. თქვენი ახლანდელი სამსახური გაცლით ბევრ ენერგიას. თქვენ გესაჭიროებათ ფული, თუმცაღა მაქსიმალურად უნდა შეეცადოთ, რომ თავიდან აირიდოთ სტრესი. საყვარელი ადამიანი შეიძლება დაგშორდეთ, მაგრამ ეს, საბედნიეროდ, გაგხდით უფრო თავდაჯერებულს. გაითვალისწინეთ, რომ სიმართლე ყოველთვის არ არის სასიამოვნო.
ლომი
თქვენი ჩვეულებრივი რუტინა ახლა ირღვევა და შესაძლოა თქვენ ამ პერიოდში იყოთ საკმაოდ მოუთმენელი. ეს არის კარგი დრო, როდესაც გსურთ ყველაფერი დაიწყოთ თავიდან და მოიშოროთ ბევრი ნეგატიური რამ თქვენს ცხოვრებაში. ფრთხილად იყავით, რომ მოულოდნელი ახირების გამო არ დაუშვათ ისეთი შეცდომა, რომელსაც მომავალში ძალიან ინანებთ.
ქალწული
ზოგჯერ ინტუიცია არ არის საუკეთესო ბარომეტრი იმისთვის რაც ჩვენს გარშემო ხდება. შეიძლება დაბნეული იყოთ ამ სიტუაციაში, მაგრამ კიდევ უფრო დაიბნევით, თუ არ გამოიყენებთ რაციონალურ გონებას ყველა გარემოების დეტალურად გასაგებად. ნუ გეშინია წინსვლის და პირველი ნაბიჯის გადადგმის განსაკუთრებით თუ მარტოხელა ხარ და ვიღაც გიზიდავს. გააგრძელეთ პრობლემების გაანალიზება, რომლებიც დაკავშირებულია თქვენს პროფესიულ საქმიანობასთან.
სასწორი
ამდენი ხანი შესაძლოა სხვისი ტვირთი ატარეთ მაგრამ დაგავიწყდათ, რატომ ხართ პასუხისმგებელი მათზე. ახლა თქვენ გააცნობიერეთ, რომ არ ხართ ვალდებული სხვა ადამიანების პრობლემები თავს მოიხვიოთ. ამ დროს თქვენ ასევე დაუპირისპირდებით თქვენს ღრმა გრძნობებს, დაუცველობას და დესტრუქციულ ტენდენციებს. თქვენ გრძნობთ სხვა ადამიანების ფარულ მოტივებს.
მორიელი
რაც შეეხება თქვენს ფინანსებს, იცხოვრეთ თქვენი შემოსავლის ფარგლებში და არავითარ შემთხვევაში არ იყოთ დამოკიდებული სხვა ადამიანზე. ფულის დახარჯვისას შეეცადეთ გამოიჩინოთ ზომიერება. სხვა ადამიანები დააფასებენ თქვენს შეთავაზებებსა და საჩუქრებს, მიუხედავად ფულადი ღირებულებისა. თქვენ სხვა ადამიანების მიერ დადგენილი კრიტერიუმები გაწუხებთ, რადგან იცით, რომ ეს მანიპულაციური ხრიკია.
მშვილდოსანი
ეს თქვენი ცხოვრების ორგანიზების დროა და გრძელვადიანი პასუხისმგებლობებისა და პროექტების აღება ახლა ყველაზე კარგი არჩევანია. თქვენ უნდა გაწუხებდეთ არა მხოლოდ ფული, არამედ ის, რასაც იყენებთ ფულის გასაკეთებლად, თქვენი თავისებური და განსაკუთრებული ნიჭი, რომელიც დიდ წარმატებას მიგაღწევინებთ მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში.
თხის რქა
წარსულის ფიქრებმა შეიძლება თქვენი გონება დააკავოს და არ გაღიზიანდეთ თუკი თქვენს აზრებს ვერ გააკონტროლებთ. შესაძლოა დაგჭირდეთ თქვენი სამეგობრო წრის შეცვლა, მაგრამ ეს ცვლილებები აუცილებლად დადებით შედეგს მოიტანს და თქვენ კმაყოფილი იქნებით საბოლოო ჯამში.
მერწყული
შეგიძლიათ დაუბრუნდეთ დასვენებას მათთან ერთად, ვისთანაც ახლოს ხართ და მეგობრად მიიჩნევთ. მნიშვნელოვანია, რომ არ გაექცეთ ცუდ გრძნობებს. თქვენ ამ პერიოდში ასევე შეგიძიათ ოპერატიულად შეასრულოთ თქვენი სამუშაოს დიდი ნაწილი. მოსალოდნელია, რომ თქვენ გაგიჩნდეთ ახალი იდეები, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ პროფესიული საქმიანობისთვის.
თევზები
დღეს თქვენი წარმატების საიდუმლო სწორედ თქვენს აზროვნებაში მდგომარეობს. ნუ დაკარგავთ დროს. თუ გადაწყვეტილებას მიიღებთ, შეინარჩუნეთ თქვენი გეგმები და არავითარ შემთხვევაში არ შეცვალოთ ისინი. შესაძლოა დროებით დაკარგოთ კონტროლი რომელიმე სიტუაციაზე, მაგრამ არ შეშინდეთ ყველაფერი კარგად იქნება.