თეგებით ძიება

თქვენი დედამთილის ჰოროსკოპი

დე­დამ­თი­ლი ვერ­ძი

თუ თქვე­ნი დე­დამ­თი­ლი ვერ­ძის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ი­ბა­და, ის დროა, რკი­ნის ამ­ჯა­რი ჩა­იც­ვათ და თავ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ჩა­ფხუ­ტი და­ი­ფა­როთ. იმი­ტომ რომ, ვერ­ძი დე­დამ­თი­ლის გაბ­რა­ზე­ბი­სას, ოჯახ­ში თეფ­შე­ბი, ჭი­ქე­ბი, ჩან­გლე­ბი და სხვა სა­ო­ჯა­ხო ნივ­თე­ბი დიდი წარ­მა­ტე­ბით და რე­აქ­ტი­უ­ლი სიჩ­ქა­რით იფ­რე­ნენ ჰა­ერ­ში, თუმ­ცა თა­ვად მა­საც ასე­თი­ვე სის­წრა­ფით გა­და­უვ­ლის გაბ­რა­ზე­ბა. ამი­ტომ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ჩა­ფხუ­ტით შე­გიძ­ლი­ათ პე­რი­ო­დუ­ლად ბავ­შვე­ბი ათა­მა­შოთ ხოლ­მე. სა­მა­გი­ე­როდ, დე­დამ­თი­ლი ვერ­ძი, არა­სო­დეს ჩა­ე­რე­ვა თქვე­ნი და თქვე­ნი ქმრის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში, ზო­გა­დად ვერ­ძებს სხვი­სი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ნაკ­ლე­ბად ადარ­დებთ და არც ზედ­მე­ტად "ფე­თი­ა­ნი დე­დე­ბის" კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან, სა­ი­მი­სოდ, რომ შვი­ლის და­ჩაგ­ვრის­თვის­თვის რძალ­ზე შორ­სმი­მა­ვა­ლი შუ­რის­ძი­ე­ბის გეგ­მე­ბი და­სა­ხონ.

დე­დამ­თი­ლი კურო

თუკი თქვენ, კურო დე­დამ­თილ­თან ერ­თად გეგ­მავთ სა­მო­მავ­ლოდ ერთ ჭერ­ქვეშ ცხოვ­რე­ბას, ის დროა, კარ­გი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო შე­ი­ძი­ნოთ ან სუ­ლაც კუ­ლი­ნა­რი­ის შემ­სწავ­ლელ კურ­სებ­ზე ია­როთ. ამას­თან ერ­თად კი სხვა­დას­ხვა სა­ხის ეფექ­ტუ­რი დი­ე­ტე­ბის ცოდ­ნი­თაც შე­ი­ა­რაღ­დეთ. ალ­ბათ გიკ­ვირთ, რაში გჭირ­დე­ბათ ამ ორი, ერთი შე­ხედ­ვით ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი რჩე­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა? საქ­მე იმა­შია, რომ დედა კურო რომ­ლის შვი­ლე­ბიც, ყო­ველ­თვის მოვ­ლილ-და­პუ­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე, არ გა­პა­ტი­ებთ იმას, რომ მისი შვი­ლი შიმ­ში­ლით მოკ­ლათ ან ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბით კვე­ბოთ, ამას­თან ერ­თად, თა­ვად ისე­თი კარ­გი მზა­რე­უ­ლია, რომ მისი მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბა­ზე ძნე­ლად თუ ვინ­მე იტყვის უარს. შე­სა­ბა­მი­სად, აუ­ცი­ლებ­ლად დად­გე­ბა თქვენს დღის წეს­რიგ­ში, კარ­გი დი­ე­ტის ცოდ­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის სა­კი­თხი. გარ­და ამი­სა, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ისიც, რომ სახ­ლში დე­დამ­თილ­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე, არა­სო­დეს გა­ბე­დოთ ავე­ჯის გა­და­ა­გი­ლე­ბა ან რე­მონ­ტის წა­მო­წყე­ბა. კუ­როს შეჩ­ვე­უ­ლი გა­რე­მო უყ­ვარს. გაბ­რა­ზე­ბა კი ყვე­ლა კუ­რომ იშ­ვი­ა­თი და ძა­ა­ლი­ან სა­ში­ნე­ლი იცის. ჰოდა, თუ არ გინ­დათ ეს გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი ავე­ჯი რიგ­რი­გო­ბით მოგ­ხვდეთ თავ­ში, თქვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პო­ტენ­ცი­ა­ლის გა­მო­სავ­ლე­ნად, ის ტე­რი­ტო­რია იკ­მა­რეთ, რო­მე­ლიც გერ­გოთ - ანუ თქვე­ნი ოთა­ხი.


დე­დამ­თი­ლი ტყუ­პი

იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ თქვე­ნი დე­დამ­თი­ლი ტყუ­პის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ი­ბა­და, თა­მა­მად შე­გიძ­ლი­ათ სახ­ლში არა­თუ ავე­ჯი გა­და­ად­გი­ლოთ, სუ­ლაც სხვა უბან­ში გა­და­ბარ­გდეთ სა­ცხოვ­რებ­ლად. თქვე­ნი სი­ახ­ლე­ე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი დე­დამ­თი­ლი ამ ყვე­ლა­ფერს დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მი­თა და მხი­ა­რუ­ლი აჟი­ო­ტა­ჟით შეხ­ვდე­ბა. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ მას ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ხი­სა და კა­ტე­გო­რი­ის ჭო­რე­ბი აინ­ტე­რე­სებს, ახალ უბან­ში გა­და­ბარ­გე­ბის ფაქ­ტი, მის­თვის სწო­რედ რომ ამ კუ­თხით იქ­ნე­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო. ამი­ე­რი­დან ხომ მისი სა­ჭო­რაო აუ­დი­ტო­რია, ახალ-ახა­ლი კონ­ტინ­გენ­ტით შე­ივ­სე­ბა. თუმ­ცა ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რო­ბის გამო, თუკი თქვენ სიმ­შვი­დის მოყ­ვა­რულ­თა კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბით, ასეთ "მო­ლა­პა­რა­კე" ქალ­თან ერთ ჭერ­ქვეშ ცხოვ­რე­ბა, თქვენ­თვის ქრო­ნი­კუ­ლი თა­ვის ტკი­ვი­ლის კარ­გი პერ­სპექ­ტი­ვა შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს, ამი­ტომ მო­გი­წევთ ან დე­დამ­თილს აუ­ბათ მხა­რი ჭო­რა­ო­ბა­ში ან სხვა ბინა ეძე­ბოთ სა­ცხოვ­რებ­ლად.

დე­დამ­თი­ლი კირჩხი­ბი

თუკი თქვე­ნი დე­დამ­თი­ლი კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ი­ბა­და, ისღა დამ­რჩე­ნია გულ­წრფე­ლად შე­გიბ­რა­ლოთ და მო­გი­სამ­ძიმ­როთ. საქ­მე ისაა, რომ ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის ქვეშ და­ბა­დე­ბუ­ლი ქა­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, ე.წ. "გიჟი დე­დე­ბის", უკვე შემ­დგომ­ში კი ყვე­ლა­ზე პრე­ტენ­ზი­უ­ლი დე­დამ­თილ-სი­დედ­რო­ე­ბის სა­ტუსს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად ამარ­თლებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ალ­ბათ დიდი ძა­ლის­ხმე­ვა და ოფ­ლის ღვრა დაგ­ჭირ­დე­ბათ სა­ი­მი­სოდ, რომ დედა კი­ბოს სიმ­პა­თი­ე­ბი და­იმ­სა­ხუ­როთ და ისიც ნა­წი­ლობ­რივ, რად­გან მუდ­მი­ვად მისი მხრი­დან შე­ქე­ბა-წა­ხა­ლი­სე­ბა­ზე ოც­ნე­ბაც კი უტო­პი­აა. უმ­თავ­რე­სი წესი რაც ამ ქალ­თან მი­მარ­თე­ბა­ში უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ არის ის, რომ არა­სო­დეს შე­ე­ცი­ლოთ მას სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, ისიც გე­ყო­ფათ, რომ შვი­ლის სიყ­ვა­რულ­ში ეცი­ლე­ბით!


დე­დამ­თი­ლი ლომი

თუ თქვე­ნი დე­დამ­თი­ლი ლო­მის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ი­ბა­და გა­გი­მარ­თლათ, მი­სა­ბა­ძი მა­გა­ლი­თი გე­ყო­ლე­ბათ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა იმ სა­კი­თხში თუ რო­გორ უნდა შეძ­ლოს ქალ­მა, ოჯახ­სა და კა­რი­ე­რას შო­რის დრო და რე­სურ­სი წარ­მა­ტე­ბით გა­ა­ნა­წი­ლოს. ორ­მა­გად გა­გი­მარ­თლათ თუ ეს პა­ტივ­ცე­მუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, ჯე­რაც ისევ სა­კუ­თა­რი საქ­მით და კა­რი­ე­რი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი, რაც ძა­ლი­ან ხში­რი შემ­თხვე­ვაა ლო­მებს შო­რის. ეს იმი­ტომ, რომ რო­გორც წესი, ამ უკა­ნას­კნელს არა­სო­დეს ექ­ნე­ბა დრო (და არც სურ­ვი­ლი) თქვე­ნი და თქვე­ნი მე­უღ­ლის საქ­მე­ებ­ში ჩა­ე­რი­ოს. იგი მხი­ა­რუ­ლი, ოპ­ტი­მის­ტი და ხმა­უ­რი­ა­ნი ნა­ტუ­რაა, უყ­ვარს სახ­ლში მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი სა­მე­გობ­როს მო­პა­ტი­ჟე­ბა-გა­მას­პინ­ძლე­ბა, ამი­ტომ ამ სა­კი­თხში მის­თვის მხა­რის აბმა, ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად მო­გე­თხო­ვე­ბათ. ერ­თა­დერ­თი, რაც უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ მას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, არის ის, რომ მის დი­დად­პა­ტივ­ცე­მულ იმიჯს და თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბას უხე­შად არა­სო­დეს შე­ე­ხოთ, თუ არ გინ­დათ ეს მომ­ხიბ­ვლე­ლი სი­ა­მის კატა, წა­მის უს­წრა­ფე­სად ფა­ფა­რაშ­ლილ მხე­ცად იქ­ცეს.


დე­დამ­თი­ლი ქალ­წუ­ლი

თუკი ღმერ­თმა ბე­დად ქალ­წუ­ლი დე­დამ­თი­ლის რძლო­ბა გარ­გუ­ნათ, მზი­თევ­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­ყო­ლეთ კარ­გი მტვერ­სას­რუ­ტი, სა­რე­ცხი მან­ქა­ნა, უთო და სა­ო­ჯა­ხო მე­დი­ცი­ნის მრა­ვალ­ტო­მე­უ­ლი. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, ამ სა­ნი­ტა­რუ­ლი ნორ­მე­ბის მკაც­რად დამ­ცველ მა­ნი­აკს, ერთხე­ლაც რომ და­ა­ნახ­ვოთ თქვე­ნი აე­რუ­ლი ოთა­ხი, მი­მო­ფან­ტუ­ლი ნივ­თე­ბი ან და­უ­რე­ცხა­ვი ჭურ­ჭე­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, ჩათ­ვა­ლეთ, რომ "ცივი ომი" გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია და ამის შემ­დეგ, ხან­გრძლი­ვად მო­გი­წევთ დე­დამ­თი­ლის­თვის იმის დამ­ტკი­ცე­ბა, რომ თქვენც გაქვთ ოჯახ­ში დი­ა­სახ­ლი­სის წო­დე­ბა­ზე პრე­ტენ­ზი­ის წა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა.

დე­დამ­თი­ლი სას­წო­რი

აი, თუ სას­წო­რი შეგ­ხვდათ დე­დამ­თი­ლად, კარ­გი იქ­ნე­ბა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ მისი ერთი შე­ხედ­ვით მომ­ღი­მა­რი სა­ხის და "დე­დი­კო, შვი­ლი­კო, ცუნ­ცუ­ლი­კოს" უკან კარ­გად შე­ნიღ­ბუ­ლი "რკი­ნის ლედი" იმა­ლე­ბა, რო­მე­ლიც თა­ვი­სი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სვლე­ბი­თა და მომ­ხიბ­ვლე­ლი ღი­მი­ლით, ყო­ველ­თვის შეძ­ლებს რძალს შა­მა­თი გა­მო­უ­ცხა­დოს ნე­ბის­მი­ერ სა­ო­ჯა­ხო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. თა­ნაც ისე, რომ მისი რა­მე­ში "გა­მო­ჭე­რა" და და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ამ უკა­ნას­კნე­ლის მხრი­დან. ამი­ტომ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, ასეთ დე­დამ­თილს მხო­ლოდ დიპ­ლო­მა­ტი­ით და ცხოვ­რე­ბი­სე­ულ-სა­ჭად­რა­კო სვლე­ბის უზა­დო ცოდ­ნით უნდა აჯო­ბოთ.


დე­დამ­თი­ლი მო­რი­ე­ი­ლი

თუკი თქვე­ნი დე­დამ­თი­ლი მო­რი­ე­ლი აღ­მოჩ­ნდა, მისი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის ცოტა არ იყოს და "შხა­მი­ა­ნი და­სა­ხე­ლე­ბა" ნუ შე­გა­ში­ნებთ მა­ინ­ცდა­მა­ინც. საქ­მე იმა­შია, რომ ქალ­მა მო­რი­ელ­მა ყო­ველ­თვის შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცის ვინ რას იმ­სა­ხუ­რებს და რა­ტომ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ მის მი­მართ გულ­წრფე­ლი იქ­ნე­ბით, ნაირ-ნაირ ინ­ტრი­გებს არ და­უ­გეგ­მავთ ზურგს უკან და ყვე­ლა­ფერ ამას­თან ერ­თად, ზედ­მე­ტად არ აი­ლე­სავთ ენას მის წი­ნა­აღ­მდეგ, დე­დამ­თი­ლი მო­რი­ე­ლი შე­იძ­ლე­ბა ერ­თერთ ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რად და მო­კავ­ში­რედ იქ­ცეს თქვენ­თვის, არამ­ხო­ლოდ სა­ო­ჯა­ხო ფრონტზე, ზო­გა­დად ცხოვ­რე­ბა­ში.


დე­დამ­თი­ლი მშვილ­დო­სა­ნი

რაც შე­ე­ხე­ბა დე­დამ­თილ მშვილ­დო­სანს, საქ­მე ისაა, რომ ეს ქალი დე­დამ­თი­ლის ამ­პლუ­ა­საც ისე­თი­ვე უდარ­დე­ლო­ბით ეკი­დე­ბა, რო­გორც თა­ვის დრო­ზე დე­დო­ბას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იგი რძლის­თვის უფრო თა­ნა­მო­აზ­რე და მე­გო­ბა­რი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე მენ­ტო­რი და ჭკუ­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი. დე­დამ­თი­ლი მშვილ­დო­სა­ნი მხი­ა­რუ­ლი, გუ­ლუხ­ვი და სა­შინ­ლად ხმა­უ­რი­ა­ნია. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ თუ იგი ხში­რად გა­გი­კე­თებთ სა­ჩუქ­რებს, ოღონდ სა­კუ­თა­რი გე­მოვ­ნე­ბით. სა­მა­გი­ე­როდ, არა­სო­დეს ჩა­ე­რე­ვა თქვენ საქ­მე­ებ­ში და იშ­ვი­ა­თად მი­გი­თი­თებთ არე­უ­ლო­ბა­ზე სახ­ლში, იმი­ტომ რომ ეს სა­კი­თხი მის­თვი­საც მე­ა­თე­ხა­რის­ხო­ვა­ნია. მოკ­ლედ, რო­გორც იტყვი­ან: "მთა­ვა­რია, ბავ­შვი იყოს ჯან­მრთე­ლი".

დე­დამ­თი­ლი თხის რქა

როცა საქ­მე თხის რქა დე­დამ­თი­ლის­თვის თა­ვის მო­წო­ნე­ბის სა­კითხს ეხე­ბა, პირ­ვე­ლი, რაც უნდა გა­ა­კე­თოთ მას­თან გაც­ნო­ბამ­დე არის ის, რომ მთე­ლი თქვე­ნი დიპ­ლომ-სერ­ტი­ფი­კატ-სი­გე­ლე­ბი მო­ი­მარ­ჯვოთ და ასე წა­რუდ­გი­ნოთ თავი მო­მა­ვალ სა­დე­დამ­თი­ლოს. ყვე­ლა­ფერ ამას­თან ერ­თად, თუ კარგ კა­რი­ე­რა­საც იკე­თებთ და "ბო­მონ­დურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც" გეთ­ქმით ერთი ორი სი­ტყვა, თქვე­ნი დე­დამ­თლი ძალ­ზე აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბა თქვე­ნით და სა­ნა­თე­სა­ვო­შიც სი­ა­მა­ყით მო­ი­წო­ნებს თავს იმით, რომ მის­მა შვილ­მა ასე­თი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი "სა­ო­ჯა­ხო შე­ნა­ძე­ნით" გა­ა­ხა­რა.

დე­დამ­თი­ლი მერ­წყუ­ლი

თუკი თქვე­ნი დე­დამ­თი­ლი მერ­წყუ­ლია, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ბრძან­დე­ბო­დეთ იმა­ში, რომ მას­თან ერ­თად ერ­თჭერ­ქვეშ ცხოვ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მხი­ა­რუ­ლე­ბა არ მო­გაკ­ლდე­ბათ. საქ­მე იმა­შია, რომ დედა მერ­წყუ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას, იშ­ვი­ა­თად იტან­ჯე­ბა ე.წ. "დე­დამ­თი­ლუ­რი წი­კე­ბით", ამი­ტომ იგი ნაკ­ლე­ბად გა­გი­ბურ­ღავთ ტვინს შე­გო­ნე­ბე­ბით იმა­ზე თუ, რო­გორ აღ­ზარ­დოთ ბავ­შვი, რო­მელ სა­ათ­ზე ასა­დი­ლოთ მე­უღ­ლე, რამ­დენ ხან­ში ერთხელ ჩა­ა­ტა­როთ რე­მონ­ტი და ა.შ. თუმ­ცა, თქვე­ნი მხრივ, იმ ფაქტთან მო­გი­წევთ შე­გუ­ე­ბა, რომ დე­დამ­თი­ლის ნაც­ნობ-მე­გობ­რე­ბი, რო­მელ­თაც იგი დღე­ში მრა­ვა­ლ­ა­თას­ჯერ და­პა­ტი­ჟებს ჭიქა ყა­ვა­ზე, თქვე­ნი ოჯა­ხის ხში­რი სტუმ­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან. მერ­წყულს ხალ­ხმრავ­ლო­ბა უყ­ვარს.

დე­დამ­თი­ლი თევ­ზე­ბი

იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ თქვე­ნი მო­მა­ვა­ლი სა­დე­დამ­თი­ლო თევ­ზე­ბი აღ­მოჩ­ნდა, მის­თვის თა­ვის მო­წო­ნე­ბის ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო გზა გუ­ლახ­დი­ლი სა­უბ­რე­ბი იქ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა სა­ხის ფი­ლო­სო­ფი­ურ-ფსი­ქო­ლო­გი­ურ სა­კი­თხებ­ზე, ფილ­მებ­ზე, ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე და ა.შ. დედა თევ­ზე­ბი, ალ­ბათ ყვე­ლა­ზე რბი­ლი და უპ­რე­ტენ­ზიო სა­დე­დამ­თი­ლოა ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს შო­რის, თუმ­ცა ხომ გა­გი­გო­ნი­ათ "დამ­დგარ წყალ­ში, ბევ­რი ბა­ცი­ლა­აო", ური­გო არ იქ­ნე­ბა თუ ამ ბრძნულ გა­მო­ნათ­ქვამს ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის მა­ინც გა­ით­ვა­ლის­წი­ნებთ თევზ დე­დამ­თილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა