შარლ მიშელი ხვალ საქართველოში ჩამოვა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ხვალ, 20 აპრილს საქართველოში ჩამოვა, – ამის შესახებ შარლ მიშელმა ორბელიანების სასახლეში ონლაინ ჩართვისას განაცხადა.
„მაქვს პატივი, გამოვაცხადო, რომ ხვალ ჩამოვალ საქართველოში, რადგან შევხვდე თითოეულ თქვენგანს, რათა გამოვხატო პატივისცემა და თქვენთან ერთად განვიხილო, როგორ გადავდგამთ შემდეგ ნაბიჯებს ერთად, რომ გავაძლიეროთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები. მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას ხვალ“,- აღნიშნა შარლ მიშელმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს - საქართველოს სამომავლო გზა" ხელი "ოცნების" და ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა მოაწერა.