თეგებით ძიება

ზურაბიშვილი შარლ მიშელს - ამ შეთანხმების შედეგად საქართველოსთვის ევროინტეგრაციისკენ გზა ბევრად უფრო აქტიურად უნდა გაიხსნას

ამ შეთანხმების შედეგად საქართველოსთვის გზა ევროინტეგრაციისკენ ხელახლა და ბევრად უფრო აქტიურად უნდა გაიხსნას, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიაზე.

„მინდა ორი სიტყვით მივმართო ბატონ მიშელს და ყველასთან ერთად გადავუხადო დიდი მადლობა მისი ძალისხმევისთვის. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ თქვენი ჩართულობა ეს არის ევროკავშირის ჩართულობა და ეს ნიშნავს ორ რამეს - ერთი, საქართველოს სხვა პერსპექტივა არ გააჩნია და მეორე, რომ საქართველო დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, მისი სტაბილურობა და მისი დემოკრატიულობა. ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა შიგნით, საქართველოში პოლიტიკურად დეპოლარიზაციისკენ და ეს ჩემთვის პირადად და მთელი საზოგადებისთვის ძალიან დიდი რამ არის. მაგრამ მეორე ნაბიჯი უნდა გადავდგათ ერთად. ამ შეთანხმების შედეგად საქართველოსთვის გზა ევროინტეგრაციისკენ ხელახლა და ბევრად უფრო აქტიურად უნდა გაიხსნას. ამაზე მე დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად დავიწყებთ მუშაობას და მინდა ეს ხვალვე, თქვენი ვიზიტით დაიწყოს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს - საქართველოს სამომავლო გზა" ხელი "ოცნების" და ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა მოაწერა.

შარლ მიშელის დოკუმენტზე "ნაციონალურ მოძრაობასა" და ევროპულ საქართველოს ხელი არ მოუწერია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა