თეგებით ძიება

ირაკლი ზარქუა - მინდა ჩემი პატივისცემა დავუდასტურო ქალბატონ სამადაშვილს!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში, საჯაროდ პატივისცემას უცხადებს "ნაცმოძრაობის" წევრ სალომე სამადაშვილს, რომელმაც შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელი მოაწერა.

"მიუხედავად განსხვავებული ხედვებისა და პოლიტიკური გემოვნებისა, მინდა ჩემი პატივისცემა დავუდასტურო ქალბატონ სამადაშვილს! რადგან, მიუხედავად მისი პარტიის მხრიდან ბულინგისა, მან შეძლო ცივი გონებით და ქვეყნის ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება მიეღო! ეს ნამდვილად დასაფასებელია და აღნიშვნის ღირსია!", - წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ზარქუა.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს - საქართველოს სამომავლო გზა" ხელი "ოცნების" და ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა მოაწერა.

შარლ მიშელის დოკუმენტზე "ნაციონალურ მოძრაობასა" და ევროპულ საქართველოს ხელი არ მოუწერია.

რაც შეეხება "ნაც მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის გადაწყვეტილებას, მან დოკუმენტს ხელი მოაწერა, როგორც პარლამენტის ინდივიდუალურმა წევრმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა