როგორც კი მელიას საკითხი გადაწყდება, ჩვენ შევალთ პარლამენტში - მამუკა ხაზარაძე
პარტია "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ისინი პარლამენტში მას შემდეგ შევლენ, რაც "ნაცმოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას საქმე გადაწყდება.
"როგორც კი მელიას საკითხი გადაწყდება, ჩვენ შევალთ პარლამენტში" , - ჰგანაცხადა მამუკა ხაზარაძემ ორბელიანის სასახლის დატოვების შემდეგ, სადაც შარლ მიშელის დოკუმენტზე შეთანხმება გაფორმდა.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს - საქართველოს სამომავლო გზა" ხელი "ოცნების" და ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა მოაწერა.
შარლ მიშელის დოკუმენტზე "ნაციონალურ მოძრაობასა" და ევროპულ საქართველოს ხელი არ მოუწერია.