"ნაციონალური მოძრაობა" სრული დეპუტაციით მალე იქნება წარმოდგენილი პარლამენტში - სალომე სამადაშვილი
"ნაციონალური მოძრაობა", მე რამდენადაც მესმის, სრული დეპუტაციით მალე იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, - ამის შესახებ ენმ-ის წევრმა, სალომე სამადაშვილმა პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტზე იდვიდუალურად ხელის მოწერის შემდეგ განაცხადა.
"ამ შეთანხმებას აქვს თავის პირობები. ეს პირობები უნდა შესრულდეს. ამის შემდეგ დაიწყება საპარლამენტო პროცესი და "ნაციონალური მოძრაობა", მე რამდენადაც მესმის, სრული დეპუტაციით მალე იქნება წარმოდგენილი, ასევე, პარლამენტში.
დღევანდელმა დღემ ძალიან მნიშვნელოვნად განსაზღვრა მათ შორის ჩვენი ევროპული მომავლის მიმართულება ჩვენი ევროპელი კოლეგების თვალში და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ დღეს მე ამ დოკუმენტზე ხელი მომეწერა.
იცით, რომ ამნისტიის კანონის მიღება - ეს იქნება პირველი კანონპროექტი, რომელსაც მხარს დაუჭერს, მათ შორის, პარლამენტში შესული ოპოზიცია, რის შედეგადაც ნიკა მელია საპატიმროდან გათავისუფლდება. როდესაც ამნისტიის კანონი იქნება მზად იმისთვის, რომ ჩემი მხარდაჭერა მიიღოს ამნისტიის კანონმა,“ - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს - საქართველოს სამომავლო გზა" ხელი "ოცნების" და ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა მოაწერა.
შარლ მიშელის დოკუმენტზე "ნაციონალურ მოძრაობას", "ევროპულ საქართველოს", "პატრიოტთა ალიანსს" და "ლეიბორისტულ პარტის" ხელი არ მოუწერია.
რაც შეეხება "ნაც მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის გადაწყვეტილებას, მან დოკუმენტს ხელი მოაწერა, როგორც პარლამენტის ინდივიდუალურმა წევრმა.