ვაშაძეს მე პრემიერობა შევთავაზე, მან ელისაშვილის გვერდით ყოფნა აირჩია - ჩარკვიანი
თაკო ჩარკვიანის თქმით, მას გული წყდება, რომ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ვახტანგ მეგრელიშვილისა და ალეკო ელისაშვილის გვერდით შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერა. მისივე თქმით, ეს ის დოკუმენტი არ არის, რაზეც მას ვაშაძესთან უსაუბრია.
"მე გული მწყდება, რომ ჩემი გიორგი ვაშაძე, რომელზეც ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდი დღეს აღმოჩნდა ვახო მეგრელიშვილისა და ალეკო ელისაშვილის გვერდით იმ დოკუმენტზე ხელისმომწერი, რომელიც იმ საარჩევნო სისტემას, რომელიც მე და გიორგის ათსგზის გვისაუბრია ტექნოლოგიები და ციფრული ტექნოლოგიებით, ეს ის დოკუმენტი არ არის. ასე რომ, ჩვენგან ნუ ეწყინება. მე მას პრემიერობა შევთავაზე, მან ელისაშვილის გვერდით ყოფნა აირჩია. ეს უკვე მისი პრობლემაა"